ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი და თურქეთი შეთანხმდნენ


ექვსწლიანი უთანხმოების შემდეგ ისრაელმა და თურქეთმა ურთიერთობის დარეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რომში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდა. დღეს მან თქვა, რომ ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადა კვლავ ძალაში რჩება, მაგრამ ჰუმანიტარული ტვირთი იქ ისრაელის პორტების გავლით შევა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი კი ანკარაში გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ შეთანხმების მიხედვით ბლოკადის დიდი ნაწილი მოხსნილია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 2010 წელს გაფუჭდა, როცა ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი თურქეთის ჰუმანიტარული გემი შეაჩერა. ინციდენტში 10 თურქი აქტივისტი დაიღუპა. თურქეთმა კომპენსაცია და პალესტინელებისთვის ბლოკადის მოხსნა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG