ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მთავრობამ გენერალიტეტის უმრავლესობა დაითხოვა


თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში მაღალი რანგის გენერლების ნახევარზე მეტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიუხედავად თურქეთის არმიაში არსებული არეულობისა, ქურთების მუშათა პარტიას არ დაუწყია ამბოხი ან თავდასხმა, და ის თურქეთის მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდა გადატრიალების დაგმობის მიზნით. ამ ფონზე, იზრდება სპეკულაცია, რომ გაყინული სამშვიდობო პროცესი-თურქეთის მთავრობასა და ქურთ მეამბოხეებს შორის შესაძლოა განახლდეს. დაკავებულთა შორის, ყველაზე მაღალი ჩინი გენერალ ადემ ჰუდუტის აქვს. ჰუდუტი კონტრ ოპერაციებს კურირებდა პრო-ქურთული ამბოხებულების წინააღმდეგ. თუმცა პრო ქურთული გეზის მეამბოხე ჯგუფებს ამ დრომდე თურქეთში მიმდინარე არეულობის სათავისოდ გამოყენება არ უცდიათ.

ანალიტიკოსების მტკიცებით, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ 4 წლის წინ ერაყის საზღვარზე 34 ახალგაზრდა დაღუპული ქურთის საქმის გამოძიებას განაახლებს.

XS
SM
MD
LG