ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მას შემდეგ, რაც ანკარამ სირიის მთავრობას ბრალი დასდო, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედ თურქ სამხედროებზე საჰაერო იერიში განახორციელა, "F-16" ტიპის თვითმფრინავები საგანგებო მზადყოფნაში მოიყვანა.

თურქეთის განცხადებით, თავდასხმის დროს სამი ჯარისკაცი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა, მათ შორის, 1 კრიტიკულად.

დასავლელი დიპლომატები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სირიის საჰაერო ძალების „L-39 ალბატროს“ მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავებით განხორციელებული თავდასხმა, სირიის ხუთწლიან კონფლიქტში სახიფათო შემობრუნებას აღნიშნავს და იმის რისკს აჩენს, რომ სირიასა და თურქეთს შორის დიდი შეტაკება მოხდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG