ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა ახალი წლის ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი დააკავა


ბინალი ილდირიმმა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ დაკავებულია ადამიანი, რომელსაც ახალი წლის ღამით, სტამბოლის ღამის კლუბში ცეცხლის გახსნაში ედება ბრალი. ტერორისტულ იერიშში 39 ადამიანი დაიღუპა.

თურქული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქე აბდულქადირ მაშარიპოვია, რომელმაც წვრთნა ავღანეთში გაიარა და თურქეთში გასული წლის იანვარში გადავიდა. ის ორშაბათს სტამბოლში აიყვანეს. ქალაქის გუბერნატორის ვასიფ შაჰინის განცხადებით, “გარკვევით” ჩანს, რომ დანაშაული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სახელითაა ჩადენილი. მისივე თქმით, გუშინ დაკავებული ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები თავდამსხმელისას ემთხვევა.

XS
SM
MD
LG