ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ შეიცვალა ურთიერთობა ირანსა და თურქეთს შორის?


წარსულში თურქეთი ირანის ბირთვული ენერგიის პროგრამის დამცველი იყო. ორი წლის წინ თურქეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ირანის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებაშიც კი არ დაუჭირა მხარი. თუმცა, ახლა, თურქეთ-ირანის ურთიერთობა შეცვლილია. თურქეთი სხვადასხვა საკითხებიდან გამომდინარე დასავლეთის მოკავშირე გახდა. რიჩარდ ჰოვიტი ევროპული საპარლამენტო კომიტეტის წევრია:

„თურქეთმა ირანის მიმართ ნდობა დაკარგა. ახლა სწორედ იმ წარსულის შედეგს იმკის, როცა გარეთიანებული ერების ორგანიზაციას წინააღმდეგობა გაუწია.“

აღსანიშავია ისიც რომ თურქეთი სირიის საკითებშიც არ ეთანხმება ირანს. თავის დროზე თურქეთის პრემიერ-მინსტრს - რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, ბოლო დროს რადიკალურად შეიცვალა. ყოველივე ეს კი სირიაში არსებულმა ძალადობამ განაპირობა. თურქეთის ხელისუფლების მხარდაჭერამ სირიის ოპოზიციისადმი, ირანი აღაშფოთა. ამგვარმა დამოკიდებულებამ განსაკუთრებული ასახვა ჰპოვა გასულ კვირას, როცა ირანი უშიშროების კომიტეტის „ხუთს პლიუს ერთის“ შეხვედრის თემის შეცვლას შეეცადა. ბატონმა ერდოღანმა დასძინა რომ არაჯანსაღი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ირანმა საერთაშორისო მასშტაბით სახელი გაიტეხა.

მიუხედავად დაბრკოლებისა, სტაბმოლში ხუთეულის მოლაპარაკება მაინც გაიმართა. სანაცვლოდ ირანმა ბაღდადში მომდევნო თვეში მორიგი შეხვედრის ახალი რაუნდი დაგეგმა.

სოლი ოზელი თურქეთის კადირის ჰეზის უნივრისტეტის ექპსერტი ამბობს რომ, მიუხედავად ირანსა და თურქეთს შორის ცივი ურთიერთობისა, თეირანი ანკარას კვლავ საიმედო პარტნიორად მიიჩნევს:

„ირანს თურქეთი დასაყრდენად კვლავ სჭირდება, რადგან ის ერთადერთი ქვეყნაა რომელსაც პოლიტიკურ ვითარებაზე ზეგავლენა შეუძლია.“

თავის მხრივ თურქეთი ბუნებრივი გაზისა და საწავავის 80 პროცენტს რუსეთიდან და ირანიდან ღებულობს, სწორედ ამიტომ არსებოს ეჭვი რომ თურქეთი ირანმა შესაძლოა ბირთვული პროგრამის მხარდაჭერისათვის დაიყოლიოს.

ირანის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და პლიუს ერთი - გერმანიის შეხვედრა მაისის თვეში ბაღდადში გაიმართება, რომლის დროსაც საერთაშორისო საზოგადოება ირანის გადარწმუნებას შეეცდება არ გმაოიყენოს ბირთვული პროგრამა იარაღის შესაქმნელად. თეირანმა თავის მხრივ დასავლეთს სანქციების მოხსნა მოსთხოვა, რასაც ექსპერტები არც თუ ადვილად შესასრულებელ პირობად თვლიან.


XS
SM
MD
LG