ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მასშტაბური წმენდა გრძელდება


თურქეთის პრეზიდენტის მიერ ამ კვირაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მას უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევს, რომ წმენდა კიდევ გააფართოოს.

ამ წმენდის დროს უკვე დაახლოებით 60 ათასი ადამიანი დააპატიმრეს ან სამსახურიდან დროებით დაითხოვეს. წმენდის სამიზნე ძირითადად ფეთულა გულენის მოძრაობის წევრები არიან. ეს მრავალრიცხოვანი, მდიდარი და გავლენიანი რელიგიური მოძრაობაა.

გულენი 17 წელიწადია აშშ-ში ცხოვრობს და თურქეთში არ ყოფილა, მაგრამ მისი სახელი ერდოღანის მომხრეებში მძაფრ ემოციებს იწვევს.

თურქეთის გულენს ბრალს სდებს, რომ ის პარალელური სახელმწიფოს შექმნის მცდელობაში და ჩავარდნილი პუტჩის ორგანიზებაში.

XS
SM
MD
LG