ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დიარბაქირში, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და100-ზე მეტი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.

ოფიციალური წყაროების ცნობით, თავდასხმა პოლიციის ოფისის მახლობლად მას შემდეგ მოხდა, რაც წინა ღამით პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერები და პარტიის სულ ცოტა 11 წევრი, ოპოზიციონერი პარლამენტარი დააკავეს.

მთავრობა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ინტერესებით ხსნის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დაკავებებს. გუშინ საღამოს თურქეთში ბევრი მემარცხენე და პროგრესული ძალების წარმომადგენელი აიყვანეს.

XS
SM
MD
LG