ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტარები თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას ითხოვენ


თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს დაემუქრა, რომ თუ ისინი გააგრძელებენ „მუქარას ანკარას მიმართ“, ის შეწყვეტს ასი ათასობით დევნილების შეკავებას თურქეთის საზღვრებთან. ერდოღანის აღშფოთება ევროპული პარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარები ითხოვენ თურქეთთან ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას.

2016 წლის დასაწყისში, თურქეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც თურქეთი მიგრანტებს ევროკავშირის ტერიტორიაზე არ გაატარებდა რის ნაცვლადაც ბრიუსელი ანკარას წევრობის მოლაპარაკებების დაჩქარებას დაპირდა.

XS
SM
MD
LG