ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს თურქეთში 12 ათასზე მეტ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერეს. მათ ბრალად ედებათ ამერიკაში მცხოვრებ ფეტულა გიულენთან კავშირი, რომელსაც თურქეთის მთავრობა ივლისში მომხდარი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

12 801 პოლიციის თანამშრომელს შორის 2 500 პოლიციის უფროსი იყო.

თურქეთის მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობას დამატებით სამი თვით გააგრძელებს. თავდაპირველად სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გადატრიალების მცდელობიდან რამდენიმე დღეში შევიდა ძალაში, რასაც მთავრობის მხრიდან მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.

სამხერდო პუტჩის მცდელობიდან დღემდე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურე პირები, მოსამართლეები და მასწავლებლები გაათავისუფლეს სამსახურებიდან. მათგან დაახლოებით 30 ათასი დაპატიმრებულია გადატრიალებასთან პირდაპირი კავშირის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG