ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრემიერი: ადგილი აქვს გადატრიალების მცდელობას


თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდიმირი აცხადებს, რომ შესაძლოა, ანკარაში სამხედრო გადატრიალება მიმდინარეობდეს.

"შეცდომა იქნება, მიმდინარე მოვლენებს გადატრიალება დავარქვათ, თუმცა დიახ, შეიარაღებულმა ჯგუფებმა ძალაუფლების ხელში აღება სცადეს," ამბობს ილდიმირი.

"როიტერის" ინფორმაციით, პრემიერი ამბობს, რომ ძალაუფლებას არჩეული ხელისუფლება ინარჩუნებს. მისი თქმით, თურქეთი "არ დაუშვებს დემოკრატიის დასრულებას. არეულობის ავტორები მაღალ საფასურს გადაიხდიან."

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სტამბოლის მთავარი ხიდი გადაკეტეს. მოძრაობა შეჩერებულია ბოსფორის და სულთან მეჰმეთის ხიდებზეც. მედია იუწყება, რომ ანკარაში ვერტმფრენები დაფრინავენ და ისმის სროლების ხმა.

XS
SM
MD
LG