ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადატრიალების მცდელობის შედეგებთან გამკლავება თურქეთს ასი მილიონი დოლარი უჯდება


თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა თურქეთის მთავრობას უკვე უჯდება ასი მილიონი დოლარი, როგორც ამას თურქეთის ვაჭრობის მინისტრი ამბობს.

ბულენტ ტუფენკჩი ამბობს, რომ პირდაპირი ხარჯი, რომელიც თურქეთის მთავრობამ გასწია, ასევე განადგურებული ქონების ფასი უკვე შეადგენს ას მილიონ დოლარს, თუმცა ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს.

ტოფენკჩიმ გაზეთ "ჰურიეთს" უთხრა, რომ ბიზნესის სექტორმა დანაკლისი განიცადა გაუქმებული შეკვეთების ხარჯზე, რაც გადატრიალების ცნობებს და ინვესტორების ნდობის შელახვას მოჰყვა. მინისტრმა მომავლის რწმენა გამოთქვა, და მთავრობის აქტივობები შეაქო გადატრიალების შედეგების დასაძლევად.

XS
SM
MD
LG