ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარამ დღეს დამატებით 6 გენერლის და ბევრი სხვა სამხედრო პირის დაპატიმრების ორდერი გასცა. სიაში 16 ბიზნესმენიც მოხვდა, რომლებიც თურქეთში წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი.

აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ივლისიდან მოყოლებული, ჩავარდნილ სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებული ბრალდებებით, ანკარამ 17 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. თურქეთი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილები გადატრიალების ორგანიზატორთან, ამერიკაში მცხოვრებ სასულიერო პირ ფეტულა გიულენთან იყვნენ დაკავშირებული. ივლისში თურქეთში დაწყებულ არეულობაში 270 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG