ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 41 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

აეროპორტი დღეს გაიხსნა და სრული დატვირთვით მუშაობს. ამის შესახებ თურქეთiს პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდიმირმა განაცხადა.

თურქეთის ავიახაზებმა სტამბოლი-ამერიკის მიმართულებით ფრენები განაახლა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულებს შორის 10 ადამიანი უცხოელია. ამასთან, დაშავებული 239 ადამიანიდან, 109 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

გუშინ სამი თვითმკვლელი ტერორისტი ათათურქის აეროპორტში შეიჭრა და შაჰიდის ქამრების აფეთქებამდე, მათ რამდენიმე ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ჯგუფს აუღია. თუმცა, ექსპერტები ეჭვობენ, რომ ტერორისტული აქტი დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” განახორციელა.

XS
SM
MD
LG