ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ თურქეთში ქურთების მუშათა პარტიის წევრი დააპატიმრა, რომელიც ეჭვმიტანილია სტამბოლში მდებარე პოლიციის შენობასთან გუშინ მომხდარ აფეთქებაში. ეჭვმიტანილის დაკავება სტამბოლიდან 700 კილომეტრის დაცილებით მოხდა. მანქანაში მასთან ერთად კიდევ ორი ადამიანი იჯდა, თვითონ ეჭვმიტანილს თან ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონდა.

სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომხდართან დაკავშირებით სულ 6 ადამიანია დაკავებული. აფეთქებაზე, რომელშიც 10 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, პასუხისმგებლობა არავის აუღია. აფეთქებამ ძირითადად რამდენიმე მანქანა დააზიანა და ახლომდებარე სახლების ფანჯრებში მინები ჩაამსხვრია.

XS
SM
MD
LG