ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში გუბერნატორის აფეთქებას შეეცადნენ


აფეთქება თურქეთში
აფეთქება თურქეთში

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ქალაქ მარდინში, სირიის საზღვრიდან 40 კილომეტრში, ადგილობრივი მმართველის, გუბერნატორის სახლის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის თავად გუბერნატორიც. სამთავრობო მედიის თქმით აფეთქებაში პასუხისმგებელი ქურთისტანის მუშათა პარტიაა (PKK).

ქურთისტანის მუშათა პარტიაა აქტიურია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მთავრობასა და ორგანიზაციის შორის დადებული ზავი ერთი წლის წინ დაირღვა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა განაცხადა, რომ ის აპირებს PKK განადგურებას. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობენ, თუმცა თურქეთის მხრიდან ქურთების დისკრიმინაციაზე სხვადსხვა ჯგუფები ქვეყნის შიგნით და გარეთ, ხშირად საუბრობენ.

XS
SM
MD
LG