ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პოლიციამ ანკარაში შეკრებილი დემონსტრანტების დაშლის მიზნით, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აკრძალვის მიუხედავად, გუშინ აქციის მონაწილეებმა ქვეყნის ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იერიშის წლისთავი აღნიშნეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიციამ რკინიგზის სადგურისკენ მიმავალი გზები გადაკეტა და წინააღმდეგობის გაწევისას, სულ ცოტა, 60 დემონსტრანტი დააკავა.

ერთი წლის წინ, 2015 წლის 10 ოქტომბერს ორი თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ ბომბების აფეთქების შედეგად, ანკარის რკინიგზის მთავარ სადგურზე 103 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 500 დაშავდა. თურქეთის პოლიციამ წელს აფეთქების ადგილზე მხოლოდ დაღუპულთა ოჯახის წევრები დაუშვა და მათ იქ ყვავილების დაწყობის უფლება მისცა.

XS
SM
MD
LG