ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში დაკავებები გრძელდება


თურქეთის მთავრობამ 73 პილოტის დაკავების ბრძანება გასცა. ოფიციალური პირების მტკიცებით, ისინი ივლისში არშემდგარი ამბოხის მოწყობაში მონაწილეობდნენ.

თურქული მედია იუწყება, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეიდების შედეგად 45 პილოტი დააკავეს, აქამდე დაკავებულები კი ფორმალურად დააპატიმრეს.

დაკავებული პილოტებიდან 71 ლეიტენანტი და ორი პოლკოვნიკია. მათ ბრალად ედებათ კავშირები ამერიკაში დევნილობაში მყოფ რელიგიურ ლიდერ ფეტულა გულენთან, რომელსაც მთავრობა ამბოხის მოწყობაში ადანაშაულებს.

ივლისიდან მოყოლებული პოლიციის, სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებიდან დაახლოებით 100 000 ადამიანი დაითხოვეს და 30 000-მდე დააკავეს. დაკავებულებს შორის ათასობით მოსამართლეა, მათ შორის ორი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.

XS
SM
MD
LG