ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა დღეს დააკავეს 11 ჯარისკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან, რომ იმ სასტუმროს დაესხნენ თავს, სადაც ივლისში, პუტჩის მცდელობის დროს, პრეზიდენტი ერდოღანი ისვენებდა.

დაპატიმრებები საკურორტო ქალაქ მარმარისის მახლობლად მოხდა. ეს, გასულ კვირაში, რამდენიმე სხვა ჯარისკაცის დაკავებას მოჰყვა, რომლებსაც ერდოღანის მიზანში ამოღება დაბრალდათ. პრეზიდენტი 15 ივლისს მარმარისში შვებულებით იმყოფებოდა, როცა მისი მთავრობის დამხობის მცდელობა დაიწყო. მან თქვა, რომ სასტუმრო ჯარისკაცთა ჯგუფის თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG