ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს ეწვია


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ სრულ დღეს ამერიკის დაზვერვის ცენტრალუს სააგენტოს ეწვია. ეს ერთ-ერთი სადაზვერვო სამსხურია, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ინაუგურაციამდე არაერთხელ გააკრიტიკა და სააგენტოს კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა.

პრეზიდენტი ტრამპი სადაზვერვო სამსახურებს, განსაკუთრებით, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ისინი ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობდნენ.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ტრამპმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტო პირდაპირ დაადანაშაულა, ეგრეთ წოდებული, “ტრამპის დოსიეს” გაჟონვაში. პრეზიდენტის თქმით, დოსიეში მის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია იყო მოთავსებული. ინფორმაცია, სავარაუდოდ, რუსული სპეც-სამსახურების მიერ არის შეგროვებული.

ტრამპის დაზვერვის სააგენტოში მანამდე მივიდა, სანამ კონგრესმა უწყების დირექტორი დაამტკიცა. დემოკრატმა სენატორებმა წარმატებით შეძლეს ტრამპის მიერ ამ თანამდებობაზე დასახებული კანდიდატის დამტკიცების კენჭისყრის ორშაბათამდე გაჭიანურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ჯაშუშების სააგენტო უქმეებზე დირექტორის გარეშეა დარჩენილი.

დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში მისვლამდე, პრეზიდენტი ტრამპი პირველ ლედი მელანია ტრამპთან, ოჯახთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან და მის მეუღლე კერენთან ერთად ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში, ე.წ. მრავალ-სარწმუნოებიან ლოცვას დაესწრო. საკათედრო ტაძარში ლოცვა თითქმის ყვალა მსხვილი აღმსარებლობის წარმომადგენელმა წაიკითხა.

პირველი სრული დღის განმავლობაში, როცა ტრამპი პრეზიდენტის საქმიანობის შესრულებას შეუდგა, ამერიკის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობდა. მომიტინგეები ქალების უფლებების, სამოქალაქო და უმცირესობების უფლებების დაცვას ითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG