ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები მიყურადების თემაზე ჩვენებებს იძლევიან


ამერიკის ორი წამყვანი ოფიციალური პირი საჯარო ჩვენებას იძლევა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სიმართლე პრეზიდენტ ტრამპის ხმამაღალ, მაგრამ დაუსაბუთებელ განცხადებაში, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მის საარჩევნო შტაბზე მიყურადება განახორციელა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ ჯეიმს კომის და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს უფროს, ადმირალ მაიკლ როჯერსს, სავარაუდოდ უნდა სცოდნოდათ მიყურადების შესახებ, თუ ის მოხდა.

დღეს, ორივე მათგანი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგა. ეს ჩვენება იმ მოსმენის ნაწილია, რომელსაც კომიტეტი, რუსეთის მიერ ნოემბრის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის თაობაზე ატარებს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ კერძოდ თქვა, რომ მის "უწყებას არანაირი ინფორმაცია არ მოეპოვება პრეზიდენტის განცხადებების დასადასტურებლად."

XS
SM
MD
LG