ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრმა სახლმა ბრიტანეთს ბოდიში მოუხადა


შონ სპაისერმა, თეთრი სახლის პრეს მდივანმა, დიდი ბრიტანეთის მთავრობას ბოდიში მოუხადა იმ არასწორი ბრალდების გამო, რომელიც ბრიტანული დაზვერვის სააგენტოების მისამართით გაჟღერდა. თეთრი სახლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ტვიტერით გავრცელებულ ინფორმაციას იცავდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტრამპის ინაუგურაციამდე მის სატელეფონო საუბრებს ისმენდა და ამ საქმეში მას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ეხმარებოდა.

მანამდე, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, სპაისერმა თქვა, რომ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესში წამყვანი კანონმდებლები და სენატის დაზვერვის საქმეების კომიტეტი აცხადებენ, რომ ეს არასდროს მომხდარა.

სპაისერმა თქვა, რომ პრეზიდენტი თავის პოზიციაზე რჩება და ჟურნალისტებს სენატის კომიტეტის სხდომის „არასწორად გაშუქებაში“ დასდო ბრალი. მან ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატების კონგრესისთვის, თვალთვალთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მიუწოდებიათ.

XS
SM
MD
LG