ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარასკევს, დონალდ ტრამპი, პრეზიდენტის რანგში, პირველ საერთაშორისო ვიზიტებს დაიწყებს. ის თეთრ სახლს უამრავ წინააღმდეგობაში ჩაძირულს ტოვებს. ზოგიერთ პოლიტიკოსში ეს „უოთერგეითის“ სკანდალთან შედარებასაც იწვევს, რომელმაც რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობა დაასრულა.

პრეზიდენტი ტრამპი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საუდის არაბეთს, ისრაელს და ვატიკანს, ადგილებს, რომლებსაც მსოფლიოს სამი წამყვანი რელიგია წმინდად მიიჩნევს.

ამ ქვეყნების შემდეგ ტრამპი ბელგიაში გაემგზავრება და ბრიუსელში ნატოს წევრებს შეხვდება, ვიზიტებს კი სიცილიის ქალაქ ტაორმინაში, დიდი შვიდეულის უმაღლესი დონის შეხვედრაში მონაწილეობით დაასრულებს.

XS
SM
MD
LG