ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ განკარგულებას დადებითად ეხმაურება. სამინისტროს სპიკერმა აჰმედ ჯამალმა საინფორმაციო სააგენტო “ესოშიეტედ პრესთან” საუბარში აღნიშნა, რომ ერაყის სიიდან ამოღება დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მეტად გააღრმავებს.

იმიგრაციის შეზღუდვის თაობაზე ამერიკის პრეზიდენტმა ორშაბათს ახალ საპრეზიდენტო განკარგულებას მოაწერა ხელი. ტრამპის ბრძანებულებით, ამერიკაში შემოსვლის ლიმიტები ერაყს მოეხსნება. დანარჩენი ექვსი ქვეყანა, რომლებიც ძირითადად მუსლიმებითაა დასახლებული (ირანი, სირია, იემენი, ლიბია, სომალი და სუდანი), კვლავ სიაში რჩება.

სუდანის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების გამო სინანულს და იმედგაცრუებას გამოხატავს. ნიგერია საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, ვითარების ბოლომდე გარკვევამდე, ამერიკაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

“საერთაშორისო ამნისტია” მიიჩნევს, რომ ეს “ახალი შეფუთვით” წარმოდგენლი “იგივე სიძულვილი და შიშია”. უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 1980 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განსახლების პროგრამის ამოქმედებიდან მოყოლებული, ტერორისტულ აქტში მონაწილეობა არცერთ დევნილს არ მიუღია.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG