ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მსოფლიო ლიდერებს და ამერიკის მოკავშირეებს ხვდება


დონალდ ტრამპი საარჩევნო ღამეს, ნიო-იორკში

დონალდ ტრამპი საარჩევნო ღამეს, ნიო-იორკში

დონალდ ტრამპი ემზადება პრეზიდენტობისთვის. ის ამერიკის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას იწყებს. ტრამპი მომავალ კვირას იაპონიის ლიდერს, პრემიერ მინისტრ შინზო აბეს შეხვდება ნიუ-იორკში. 9 ნოემბერს, მოკავშირე ქვეყნების ლიდერების ნაწილს ტრამპი ტელეფონით ესაუბრა. ტრამპა განაცხადა, რომ ის გააგრძელებს თანამშრომლობას სამხრეთ კორეასთან, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ქვეყანაა რეგიონში. ამას გარდა, ავსტრალიის პრემიერ მინისტრის. მალკოლმ ტრუნბალის თქმით, ის უკვე ესაუბრა ტრამპს და მან აუხსნა მომავალ პრეზიდენტს, თუ რატომ დაუჭირა ავსტრალიამ მხარი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობას. ტრამპი კამპანიის განმავლობაში, აქტიურად ეწინააღმდეგებოდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აზიის და ოკეანეთის ქვეყნებთან.

XS
SM
MD
LG