ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაესი სასამართლოს კანდიდატი ხვალ დასახელდება


ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის უზენაესი სასამართლოს კანდიდატურას სამშაბათს წარადგენს.

მას შემდეგ რაც გასულ წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ანტონინ სკალია გარდაიცვალა, ის თანამდებობაზე ახალმა მოსამართლემ უნდა ჩაანაცვლოს. ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, თანამდებობაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერიკ გარლანდი წარადგინა. თუმცა რესპუბლიკელების მიერ მართულმა სენატმა მისი კანდიდატურა არ განიხილა.

პრესის ინფორმაციით, თანამდებობაზე ფედერალური მოსამართლეები, ნეილ გორშუჩი, ტომას ჰარდიმანი და უილიამ პრიორი განიხილებიან.

XS
SM
MD
LG