ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის სიძე გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა


გამოძიების ფედერალური ბიურო დონალდ ტრამპის სიძესა და უფროს მრჩეველს ჯარედ კუშნერს დაკითხავს. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, საქმე გასული წლის ბოლოს კუშნერის რუს დიპლომატთან და ბანკირთან შეხვედრას ეხება.

გამოძიების მიერ კუშნერის დაკითხვა არ ნიშნავს იმას, რომ ის კონკრეტულ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, თუმცა გასულ კვირას ამერიკული მედიის ნაწილი წერდა, რომ გამოძიება ტრამპის გუნდის ერთ-ერთი უმაღლესი ნდობით აღჭურვილი პირით იყო დაინტერესებული. მისი ვინაობა კი "ვაშინგტონ პოსტმა" და "ენ-ბი-სი" ნიუსმა სწორედ გუშინ დაასახელეს. ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ კითხვას ის აჩენს, რომ პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი ორი კვირის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG