ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ჯანდაცვის დეპარტამენტის მომავალი მდივანი შეარჩია


კონგრესმენი ტომ პრაისი

კონგრესმენი ტომ პრაისი

ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ჯორჯიის შტატის კონგრესმენი ტომ პრაისი შეარჩია. ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გატარებული ჯანდაცვის რეფორმის კრიტიკით გამოირჩეოდა. საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ტრამპი ობამაქეარად წოდებული რეფორმის ანულირებით იმუქრებოდა. არჩევის შემდეგ კი თქვა, რომ ჯანდაცვის რეფორმის ზოგიერთი ნაწილი უნდა შენარჩუნდეს.

გრძელდება გასაუბრებათა სერია სახელმწიფო მდივნის და თავდაცვის მდივნის პოსტებზე შესარჩევ კანდიდატებთან. ორშაბათს ამერიკის მომავალი პრეზიდენტი გადამდგარ გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა. ის წარსულში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი ერაყში და ავღანეთში ნატო-ს ძალებს მეთაურობდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტისთვის შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან: ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერი და მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG