ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის განკარგულებამ შესაძლოა ლტოლვილთა მიღების პროგრამა შეკვეცოს


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო განკარგულებების წყება გამოსცა, რომელიც საიმიგრაციო კანონების აღსრულების გაძლიერებისკენაა მიმართული. მედიაში კი უცხოელების მიმართ გამიზნული, სხვა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა.

პრეზიდენტის განკარგულებას, ახლა არსებული ფორმით თუ მოეწერა ხელი, ის შეერთებული შტატების ლტოლვილთა მიღების პროგრამას გაანადგურებს და შეერთებულ შტატებში შვიდი ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლას შეაჩერებს.

ცვლილებები მუსლიმი უმრავლესობის მოსახლეობის ქვეყნებიდან მომავალ იმიგრანტებს, სტუმრებს და ლტოლვილებს შეეხება. საპრეზიდენტო განკარგულების სათაური როგორც მიანიშნებს, ეს „უცხოელი მოქალაქეების ტერორისტული თავდასხმებისგან ქვეყნის დასაცავად“ არის განკუთვნილი.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG