ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს


17 ივნისს რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაჭერილ მამაკაცს ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალი წაუყენეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

20 წლის მაიკლ სენდფორდმა ტრამპის მკვლელობა ნევადაში გამართულ საკამპანიო შეხვედრაზე სცადა, სადაც მან პოლიციელს ბუდიდან იარაღი ამოაცალა. ნაფიცმა მსაჯულებმა მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - იარაღის უკანონოდ მოპოვება და მთავრობის მუშაობისთვის ხელის შეშლა.

სამართალდამცავების განცხადებით, სენფორდი ტრამპის მკვლელობაზე დიდხანს ფიქრობდა. სენფორდი ბრიტანეთის მოქალაქეა. მან ამერიკაში ვიზით მინიჭებულ ლეგალურ ვადას გადააცილა და თავდასხმის დროს ქვეყანაში არაკანონიერდა იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG