ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ჩვენც ბევრი მკვლელი გვყავს" - ტრამპი პუტინს იცავს


ტრამპის და პუტინის სუვენირები მოსკოვის მაღაზიაში

ამერიკელი კანონმდებლები, გადამდგარი გენერლები, ყოფილი ელჩები, თუ უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოხატავენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების გამო, რომელიც მან ტელეკომპანია “ფოქსთან” ინტერვიუში გააკეთა. ტრამპმა ტელეწამყვან ბილ ორაილისთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიცვა.

რატომ იცავთ პუტინს, რომელიც “მკვლელია” - ჰკითხა მას წამყვანმა. ტრამპმა კი უპასუხა: “ჩვენც ბევრი მკვლელი გვყავს. როგორ გგონიათ, ჩვენი ქვეყანა ასეთი უმწიკვლოა?” მოგვიანებით, კრემლმა ტელეკომპანია “ფოქსს” სიტყვა “მკვლელის” ხმარების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. მოსკოვი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის სიტყვები მისთვის “მიუღებელი და შეურაცხმყოფელია”. არც ტელეკომპანია “ფოქსი” და არც ბილ ორაილი, რამდენადაც ცნობილია, ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.

XS
SM
MD
LG