ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი გამარჯვებას რესპუბლიკელების მხარდაჭერის გარეშე აპირებს


პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „სუსტი და არაეფექტური“ რესპუბლიკელების მხარდაჭერის გარეშე, მას უკეთესი შანსები აქვს. ასე გამოეხმაურა ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, პოლ რაიანის, განცხადებას იმის შესახებ, რომ ის ტრამპს მხარს აღარ დაუჭერს.

პოლ რაიანი და რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ტრამპის კანდიდატურას მას შემდეგ გაემიჯნენ, რაც 2005 წლის ვიდეო ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც ტრამპი ქალების შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს.

XS
SM
MD
LG