ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი შავკანიან ამომრჩევლებს ეკონომიკურ პროგრამებს პირდება


პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი შავკანიანი ამერიკელებისთვის ეკონომიკური მხარდაჭერის იდეით გამოდის. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, შავკანიანი ამომრჩევლების დიდი ნაწილი მხარს დემოკრატ ჰილარი კლინტონს უჭერს.

ჩრდილოეთ კაროლინაში საუბრისას ტრამპმა შავკანიანი მეწარმეებისთვის კრედიტის აღების გამარტივებაზე ისაუბრა. მეტწილად თეთრკანიანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ “აფრო-ამერიკელები გარიყულები არიან.”

იმავე დღეს ტრამპმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, მორიგი სასტუმრო გახსნა, რაც კლინტონმა მალევე გააკრიტიკა, მისი თქმით, ტრამპისაარჩევნო კამპანიაზე მეტ ყურადღებას თავის ბიზნესს უთმობს. საპასუხოდ ტრამპმა კლინტონი, სამშაბათს მომღერალ ადელის კონცერტზე დასწრებისთვის გააკრიტიკა.

XS
SM
MD
LG