ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ობამას დაბადების ადგილზე არ საუბრობს


ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი - ყოველ შემთხვევაში მისი კამპანია - აცხადებს, რომ სჯერა იმის, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკაშია დაბადებული.

წლების განმავლობაში დონალდ ტრამპი ეჭვის ქვეშ აყენებდა პრეზიდენტ ობამას ამერიკაში დაბადებას, რაც საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა.

რესპუბლიკელი კანდიდატის კამპანიამ განაცხადა, რომ სწორედ ტრამპის დამსახურებაა ის, რომ ობამამ საკუთარი დაბადების მოწმობა გამოაქვეყნა, რითაც მისი დაბადების ადგილთან დაკავშირებული დავა დასრულდა.

ჰილარი კლინტონმა ტრამპი გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებული სტატიის გამო გააკრიტიკა, სადაც მან არც დაადასტურა და არც უარყო ის, რომ ობამა ჰავაის შტატშია დაბადებული. ამის ნაცვლად მან განაცხადა, რომ არ არის მზად ობამას დაბადების მოწმობაზე ისაუბროს.

XS
SM
MD
LG