ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ტრამპის განცხადებებს უარყოფს


პრეზიდენტი ბარაკ ობამა უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ ირანისთვის გადახდილი 400 მილიონი დოლარი ბინძური გარიგება იყო.

ამერიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ის შეცდა, როცა თქვა, რომ ნანახი აქვს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უხდიან ამერიკელები ფულს ირანს, ოთხი დაკავებულის გათავისუფლების მიზნით.

ობამას განცხადებით, ფულის გადაცემის ფაქტი ყველასთვის ცნობილი იყო იანვრიდან და ის გამოსასყიდის ფორმით არ იყო უზრუნველყოფილი.

ირანმა ოთხი დაკავებული ამერიკელი იანვარში, 400 მილიონი დოლარის მიღების შემდეგ გაათავისუფლა. ამერიკელი ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ ამ თანხამ ნაწილობრივ დაფარა ათწლეულების განმავლობაში არსებული განხეთქილების ხარჯები ჩავარდნილ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ფულის გადახდის ფაქტი და დაკავებული ამერიკელების გათავისუფლება დაემთხვა ირანისა და მსოფლიოს ხუთ სახელმწიფოს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმების ამოქმედებას.

XS
SM
MD
LG