ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეიმს კომი ტრამპის ბრალდებას აპროტესტებს


შეერთებული შტატების გამოძიებათა ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კომიმ იუსტიციის დეპარტამენტს სთხოვა გააპროტესტოს დონალდ ტრამპის ბრალდება იმის შესახებ, რომ გასულ წელს, ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ნიუ-იორკში ტრამპის შენობაში ტელეფონებზე მიყურადების ბრძანება გასცა.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირი, რომელიც „ესოშიეტედ პრესს“, „ვაშინგტონ პოსტს“ და „ნიუ იორკ თაიმსს“ ესაუბრა, ამბობს, რომ დირექტორმა კომიმ ამ თხოვნით, ტრამპის ბრალდების შემდეგ მიმართა. ის სოციალური ქსელით „ტვიტერით“ შაბათს გავრცელდა და მასში მოყვანილი იყო შედარება ყოფილ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან, რომელიც 1974 წლის სკანდალის დროს გადადგა. ტრამპს, თავისი განცხადების დასაბუთებისთვის, მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

გაურკვეველია, ეს განცხადება თვითონ კომიმ რატომ არ გააპროტესტა. ობამას ადმინისტრაციის დროს, ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი იყო და გასული წლის არჩევნებზე რუსული გავლენის შესახებ მიმდინარე გამოძიებას მისი დეპარტამენტი წარმართავდა.

XS
SM
MD
LG