ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება


პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს ნიუ-იორკში აფეთქებაში ეჭვმიტანილის მკურნალობაზე. სპეც-ოპერაციის დროს დაჭრილი აჰმად ხან რაჰამი გუშინ ჰოსპიტალში მოათავსეს.

„ახლა მას არაჩვეულებრივ სამედიცინო პირობებს შევუქმნით. მის ჯანმრთელობაზე მსოფლიოში საუკეთესო ექიმები იზრუნებენ. ამ ყველაფერთან ერთად, მას სასამართლოში საუკეთესო იურისტები დაიცავენ. მისი პროცესი წლები გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ხალხს დაავიწყდება მისი საქმე, არც სასჯელი იქნება ისეთი მკაცრი, როგორიც სხვა დროს იქნებოდა,“ განაცხადა ტრამპმა.

სასამართლოში განსასჯელის დაცვის უფლება ამერიკის კონსტიტუციითაა გარანტირებული.

XS
SM
MD
LG