ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენიმე წუთის წინ რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა თავისი თანამებრძოლი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა. თეთრ სახლში შესასვლელად დონალდ ტრამპი ინდიანის ყოფილ გუბერნატორ მაიკ პენსთან ერთად იბრძოლებს.

ოჰაიოში დაგეგმილ რესპუბლიკური პარტიის კონვენციამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიის წესების კომიტეტმა დაბლოკა ახალი ახალი იდეა, რომლის თანახმადაც კონვენციის წესები და დელეგატებს უფლება ეძლეოდათ ხმა მიეცათ კანდიდატისთვის, რომელსაც შტატის პრაიმერებში არ გაუმარჯვია.

ამ იდეის უკან ტრამპის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელების მიერ წარმოებული მოაძრაობა “არასდროს ტრამპი” იდგა. 112 წევრიანმა კომიტეტმა ამით ტრამპის კანდიდატურის შეჩერების მცდელობა ჩაახშო.

ტრამპის კამპანიის მეთაურის, პოლ მანაფორტის, შეფასებით, “წესების შეცვლა პარტიას დაანგრევდა.”

XS
SM
MD
LG