ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბენ კარსონი განსახლების და ურბანული განვითარების დეპარტამენტის მდივნად დაასახელა. განცხადება ტრამპის ოფისმა დღეს გააკეთა.

კარსონი ყოფილი ნეიროქირურგია და რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის ყოფილი მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებზე. საპრეზიდენტო მარათონს ბენ კარსონი მარტში ჩამოცილდა და მას შემდეგ საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებდა ხმა დონალდ ტრამპისთვის მიეცათ.

დიდი მოლოდინია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დასახელდება ამერიკის შემდეგ სახელმწიფო მდივნად. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი სიის სათავეში მყოფ ოთხ კანდიდატს უკვე გაესაუბრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდა. დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კაბინეტის წევრები კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG