ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად და ლტოლვილების მიღების შესაჩერებლად ემზადება


ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ჯონ ტრამპი

მთავრობის რამდენიმე ოფიციალური პირის და საიმიგრაციო ექსპერტის თანახმად, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების და ზოგიერთი კატეგორიის პირების ქვეყანაში შემოსვლის დროებითი აკრძალვის განკარგულებებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქმედებისთვის ემზადება.

იმიგრაციასთან დაკავშირებულ პირველ კანონპროექტებს, ის სავარაუდოდ ხელს დღეს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში ვიზიტის დროს მოაწერს.

ეს ნაბიჯები, საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებულ, ეროვნული უსაფრთხოების გამყარების დაპირებებს ეთანხმება.

საიმიგრაციო განკარგულებების მცოდნე ადამიანები აცხადებენ, რომ ტრამპი ოთხი თვით, ყველა ლტოლვილის მიღების შეჩერებას განიხილავს. ამასთან ერთად, 30 დღით აიკრძალება ერაყიდან, ირანიდან, ლიბიიდან, სირიიდან , სომალიდან, სუდანიდან და იემენიდან ნებისმიერი პირის შეერთებულ შტატებში შემოსვლა. ფიქრობენ, რომ გამონაკლისი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და დევნის მსხვერპლთათვის დაიშვება.

XS
SM
MD
LG