ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი ჯასტინ ტრუდოს მასპინძლობს


ტრამპი და ტრუდო

ტრამპი და ტრუდო

დღეს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში, კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მასპინძლობს. ლიდერების განცხადებით, ისინი ითანამშრომლებენ იმისათვის, რომ მათ ქვეყნებში „ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები“ შექმნან.

საერთო განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ნათქვამია, რომ ოტავას და ვაშინგტონს განსაკუთრებული „ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობა“ აქვთ და მათ აერთიანებთ „ისტორია, ღირებულებები ეკონომიკა, გარემო და მათი მცდელობა მოქალაქეების ცხოვრება უკეთესი გახადონ“.

ტრამპი და ტრუდო შეხვედრების სერიას გამართავენ. დღეს, თეთრი სახლის თქმით „ქალი მეწარმეების და ბიზნეს ლიდერების“ მრგვალი მაგიდაც გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის ლიდერთან ერთად, დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც დაესწრო.

ტრუდოს ერთდღიანი ვიზიტის გეგმაში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანთან და სენატის უმრავლესობის ლიდერ მიჩ მაკკონელსაც შეხვდება.

XS
SM
MD
LG