ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მექსიკის პრეზიდენტს ხვდება


რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი დღეს მექსიკაში ჩავა და პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოს შეხვდება. რამდენიმე საათიანი ვიზიტის შემდეგ, ის ამერიკაში დაბრუნდება და საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვა.

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედელს ააშენებს და მშენებლობის თანხას მექსიკას გადაახდევინებს. ნიეტო ამ განცხადებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ მექსიკა კედლის აშენების ფულს არ გადაიხდის.

ნიეტომ დონალდ ტრამპი და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი მექსიკაში თვითონ მიიწვია. მათთან შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განხილვა და “მექსიკელების დაცვაა.”

ამ ეტაპზე უცნობია ჩავა თუ არა კლინტონი მექსიკაში.

XS
SM
MD
LG