ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ხვდება, სადაც ორი ლიდერი ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავს.

ტერეზა მეი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც ტრამპს, მის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, ვაშინგტონში შეხვდება.

მეიმ განაცხადა, რომ საკუთარი ღირებულებების დაცვა და არა, როგორც მან გამოთქვა, „წარსულის ჩავარდნილ პოლიტიკაში“ დაბრუნებაბრიტანულ და ამერიკულ ინტერესებში შედის.

ორივე ლიდერმა საერთაშორისო ურთიერთობების რეფორმის მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, კერძოდ ვაჭრობის მეშვეობით.

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის პროცესი და ტრამპის მიერ 12 წევრიან ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გამოსვლა, მთელს მსოფლიოში სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებების საჭიროებას წარმოშობს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG