ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კვლავ უშედეგოდ ითხოვს დაფინანსებას კედლის ასაშენებლად


ამერიკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს კონგრესს, გამოყოს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხები. თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

დემოკრატები ამ იდეას კვლავ მტკიცედ ეწინააღმდეგებიან. თეთრ სახლსა და კონგრესს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა ამჟამად სწორედ კედლის დაფინანსების საკითხია.

თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მთავრობის ფუნქციონირება შესაძლოა კვირის ბოლოს ნაწილობრივ შეჩერდეს, რადგან მას საოპერაციოდ საჭირო ფინანსები, სწორედ პარასკევს ღამით ეწურება. პრეზიდენტს სურს, რომ კედლისთვის საჭირო ხარჯები სწორედ სექტემბრამდე განსაზღვრულ მთავრობის დაფინანსების ნაწილში ჩაიწეროს.

„დემოკრატებს არ სურთ გაიღონ თანხა ბიუჯეტიდან კედლის მშენებლობისთვის იმის მიუხედავად, რომ ეს შეაჩერებდა ნარკოტიკებისა და კრიმინალური დაჯგუფებების მოზრაობას საზღვარზე“ - დაწერა კვირას ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტერში და შემდეგ განმარტა, რომ საბოლოოდ კედლის საფასურს მექსიკა აუცილებლად გადაიხდის. და რომ ეს გამარტლებული ხარჯი იქნებოდა მაშინაც კი, თუ ის ნარკოტიკებით ვაჭრობას თუნდაც 1 % ით მაინც შეამცირებდა.

სავარაუდო კედლის კონკრეტული დიზაინი და მასშტაბი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. ერთ-ერთი ოფიციალური გაანგარიშებით, ის დაახლოებით 21 მილიარდ-ნახევარი დოლარი დაჯდება. თუმცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი აშენება 10 მილიარდ დოლარადაც შეიძლება.

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ნენსი პელოსი კი ამბობს, რომ დემოკრატები ამ იდეის მხარდაჭერას არ აპირებენ:

„ჩემი აზრით ესარის ამორალური, ძვირი და არაგონივრული იდეა. როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ის ხალხს კედლის აშენებას დაპირდა, არ ვფიქორბ, რომ ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა იცოდნენ, რომ ის ამის გაკეთებას სწორედ მათი მილიარდობით დოლარით აპირებდა“ - ამბობს პელოსი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG