ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მოლოდინი: ტრამპის არჩევა რეგიონს შეცვლის


დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტად არჩევა “ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სტრუქტურის შეცვლის შანსს” იძლევა - განაცხადა ორშაბათს ისრაელის განათლების მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა. ის ისრაელში ებრაელთა სამშობლოს პარტიის ლიდერია. უცხოეთის პრესის ასოციაციასთან საუბარში მან ასევე განაცხადა, რომ “კომბინაცია იმ ცვლილებების, რომელიც შეერთებულ შტატებში, ევროპაში და რეგიონში მიმდინარეობს, ისრაელს ყველაფრის გადახედვის და განახლების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს”.

ნაფტალი ბენეტმა ცვლილებების განხორციელების კონკრეტულ გზებზე საუბრისგან თავი შეიკავა. თუმცა, იქვე განაცხადა, რომ პალესტინელთა სახელმწიფოს ეპოქა დასრულებულია. ბენეტის კომენტარი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გაკეთდა. მასში დაგმობილია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს კერძო მიწებზე ებრაელთა უკანონო განსახლების ლეგალიზების მცდელობა.

XS
SM
MD
LG