ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი იმიგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებს განმარტავს


რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი საზღვრების უსაფრთხოებას იმიგრაციის პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად ასახელებს. მისი თქმით, ისინი, ვინც შეერთებული შტატების საზღვრებს კვეთენ, ამერიკის მთავარ ღირებულებებს უნდა იზიარებდნენ.

მექსიკაში ხანმოკლე ვიზიტის დასრულების შემდეგ, ტრამპმა იმიგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე შტატ არიზონაში ისაუბრა. მის 10 პუნქტისგან შემდგარ გეგმაში მექსიკის საზღვარზე “მაღალი, ძლიერი და ლამაზი” კედლის აგება პირველ ადგილზეა. მექსიკელებმა “ჯერ არ იციან, მაგრამ კედლის აშენების საფასურს ისინი გადაიხდიან” - განაცხადა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა იმის მიუხედავად, რომ მექსიკის მთავრობა მშენებლობის დაფინანსებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

“დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის თავის ათწლეულობით დამკვიდრებულ დაყოფის და სუძულვილის პოლიტიკას გააგრძელებს, იძლევა რა პირობას, რომ ჩვენი ქვეყნიდან იძულების წესით გაასახლებს თითოეულ უკანონო იმიგრანტს” - აცხადებს ლორელა პრაელი, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დირექტორი.

XS
SM
MD
LG