ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

14 მილიონი ამერიკელი ჯანმრთელობის დაზღვევას კარგავს


რესპუბლიკელი კონგრესმენები ჯანდაცვის ახალი რეფორმის წარდგენისას.
რესპუბლიკელი კონგრესმენები ჯანდაცვის ახალი რეფორმის წარდგენისას.

შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო ოფისი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ჯანდაცვის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზღვევას ამერიკის 14 მილიონი მოქალაქე დაკარგავს. მიუკერძოებელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფის ანგარიში ორშაბათს გამოქვეყნდა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას დროს გატარებული ჯანდაცვის რეფორმის, ე.წ. ობამაქეარის ჩანაცვლებას საკუთარი გეგმით ცდილობს. ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ არსებული სისტემა მოსახლეობას ძალიან ძვირი უჯდება და რომ სახელმწიფო მოქალაქეებს დაზღვევის ყიდვას არ უნდა აიძულებდეს.

XS
SM
MD
LG