ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი მედიას მისი კომენტარის დამახინჯებაში ადანაშაულებს. ის აზუსტებს, რომ სამშაბათს იარაღზე გაკეთებული კომენტარისას დემოკრატ ოპონენტ ჰილარი კლინტონზე ძალადობისკენ არ მოუწოდებია.

პირველად განცხადებაში ტრამპმა თქვა, რომ კლინტონის არჩევის შემთხვევაში ის უზენაეს სასამართლოს იარაღის მოწინააღმდეგე მოსამართლეებით დააკომპლექტებს, რაც ამერიკელების იარაღის უფლებას შეზღუდავდა „არ არსებობს სხვა გზა, ან იქნებ არსებობს, არ ვიცი“, დასძინა მან.

მოგვიანებით ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დასძინა, რომ სხვა გზაში პოლიტიკურ მოძრაობას გულისხმობდა და რომ მისი კომენტარი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

ტრამპის განცხადება საშიშად შეაფასა კლინტონის საარჩევნო შტაბმა. „ადამიანი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტობა სურს, ძალადობრივ მოწოდებებს არ უნდა აკეთებდეს,“ ასე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებებს კლინტონის კამპანიის მენეჯერი რობი მუკი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG