ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვებას მთელ მსოფლიოში სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვა. რესპუბლიკელი კანდიდატის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს გამოცხადებული საგარო კურსის დაცვის შემთხვევაში, ამერიკის საგარეო პოლიტიკა სავარაუდოდ ტრანსფორმირდება და მისი პოზიცია მსოფლიო ასპარეზზე შეიცვლება.

მარტინ ვულფი “ფაინენშალ თაიმსიდან” ფიქრობს, რომ ამერიკის როლი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. სავაჭრო და სამხედრო პოლიტიკური ალიანსების მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, რაც “ამერიკის ისტორიული მტრის რუსეთის მეტ სიმპათიას უფრო იწვევს”, ვიდრე ევროპელი პარტნიორების. ექსპერტები აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან და აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებთანაც ურთიერთობის გართულებას ელიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG