ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიოვის პარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს


დონალდ ტრამპი, აიოვის შტატში, სხვა რესპუბლიკელ კონკურენტებს შორის დამაჯერებელი უპირატესობით ლიდერობს. შტატში, 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პირველი კენჭისყრა იმართება. კანდიდატები მხარდაჭერების გულის მოგებას ცცდილობენ. ეს ხმები, საბოლოოდ, ზაფხულში პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტის დასახელებაზე მოახდენს გავლენას.

დონალდ ტრამპის მოწინავე პოზიციამ, აიოვაში ქვეყნის მასშტაბით პირველი პარტიული კენჭისყრა, ე.წ. კოკუსი, მეორე ადგილისთვის რბოლად აქცია. ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი, როგორც ჩანს, აიოვაში თავის ტრამპის ალტერნატივად წარმოსაჩენად იბრძვიან.

აიოვაში წამყვანი პოზიციის დაკავება და გამარჯვება, ერთგვარად, გაამყარებს დონალდ ტრამპის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სწორედ თავადაა ის ერთადერთი კანდიდატი, ვისი მეშვეობითაც რესპუბლიკური პარტია მოქმედი, დემოკრატი პრეზიდენტის დამარცხებას და თეთრი სახლის დაბრუნებას შეძლებს. ეს გამოწვევაა მისი კონკურენტებისთვისაც, განსაკუთრებით გუბერნატორ დესანტისისთვის, რომელმაც აიოვის არჩევნებში წარმატების მისაღწევად დიდი რესურსი დახარჯა.

შაბათს გაამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, დესანტისი, ჰეილის მცირედით ჩამორჩება. ტრამპს რესპუბლიკელი ამომრჩევლის 48 %-ის მხარდაჭერა აქვს, ჰეილის - 20 %-ის, დესანტისს კი - 16 % ემხრობა.

მიმომხილვლთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დესანტისისა თუ ჰეილის მიერ, მეორე ადგილისთვის პოზიციების გამყარება გააჩენს განცდას, რომ ტრამპი, წელს, რესპუბლიკელთა უალტერნატივო კანდიდატი არ იქნება. დესანტისისთვის კი, ამ რბოლაში, მესამე ადგილის დაკავება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.

აიოვის შემდეგ, კამპანია ნიუ-ჰემფშირში გადაინაცვლებს. გამოკითხვების თანახმად, იქ ჰეილი ტრამპის მაჩვენებლებს უახლოვდება, დესანტისი კი მესამე ადგილზეა.

დესანტისიც და ჰეილიც იმედს გამოთქვამენ, რომ ორშაბათ საღამოს, "მოლოდინს გადააჭარბებენ", თუმცა გამარჯვებაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

XS
SM
MD
LG