ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი საგანგებო პროკურორის დანიშვნას ითხოვს


პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ითხოვს სასწრაფოდ დაინიშნოს საგანგებო დამოუკიდებელი პროკურორი, რომელიც ჰილარი და ბილ კლინტონების ფონდის საქმიანობას გამოიძიებს. მისი თქმით ის არ ენდობა გამოძიების ფედერალური ბიუროს.

საარჩევნო კამპანია ტრამპმა კლინტონზე საუბარში გაატარა, რომელსაც ის „კრიმინალურ“ ქმედებებში ადანაშაულებს.

„იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა დანიშნოს დამოუკიდებელი პროკურორი, რადგან სამწუხაროდ დეპარტამენტი თეთრი სახლის პოლიტიკურ იარაღად იქცა. მსგავსი რამ აქამდე არავის უნახავს. იუსტიციის დეპარტამენტი არაეთიკურად მოიქცა,“ განაცხადა ტრამპმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG